18 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
მითაიშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები 2 მიმართულებით მიმდინარეობს - ირაკლი შოთაძე

მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, ყოფილი კოლეგის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საუბარია მილენა მითაიშვილზე, რომელსაც ყოფილი ძიძები უპირისპირდებიან და ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ყოფილი პროკურორი მილენა მითაიშვილი ერთ-ერთ ძიძას ნინო ბოჭორიშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი მოთხოვნის საფუძველზე დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს ნინო ბოჭორიშვილის სახლში.

ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს. ერთი შემთხვევაში სამართალდამცავები თავად მილენა მითაიშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულს იძიებენ. მეორე საქმე კი ძიძების საჩივარს ეხება, სადაც საგამოძიებო უწყება მილენა მითაიშვილის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს სწავლობს.

ირაკლი შოთაძის თქმით, მილენა მითაიშვილის მიმართ გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა სამსახურეობრივი შემოწმება, თუმცა, მან დასკვნის მომზადებამდე დაწერა განცხადება წასვლის შესახებ. შესაბამისად, ეს დასკვნა აღარ გამოქვეყნებულა.

რეპორტაჟი ყოფილ პროკურორსა და მის ყოფილ ძიძებს შორის დაპირისპირების თაობაზე P.S.-ში გავიდა. ამის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ ჩხრეკა ჩაატარა ნინო ბოჭორიშვილის სახლში.

ამავე თემაზე
დღის ამბები