მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე განმარტება მთავარმა პროკურორმა გააკეთა.
ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურამ სასამართლოს ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე თურქეთიდან მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე მიმართა.
„ხდება ექსტრადირების დასაშვებობის საკითხის შესწავლა სასამართლოს მიერ. ეს განხილვები წარიმართება შეჯიბრობითობის და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით. ჩვენ წარვადგენთ თურქეთიდან მიღებულ მასალებს. დაცვის მხარე და შესაბამისი დაინტერესებული პირი წარადგენს მის ხელთ არსებულ მასალებს. სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილება. ეს არ არის ჩვენი სისხლის სამართლის ბრალდების საქმე. ხსენებული პირი არ არის საქართველოს პროკურატურის ბრალდებული,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.