18 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
„სახელმწიფო როცა ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, მოქალაქეები იძულებულები გახდებიან თვითონ დაიცვან თავის თავი," - ირაკლი შიხიაშვილი გუგეშაშვილზე თავდასხმას აფასებს

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურნენ გუგეშაშვილი ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოქალაქეები არიან დაუცველები და მათ თავი თვითონ უნდა დაიცვან, რადგან ამას სახელმწიფო ვერ აკეთებს.

„სახელმწიფო როცა ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, მოქალაქეები იძულებულები გახდებიან თვითონ დაიცვან თავის თავი. ეს არის უბედურების მომტანი პროცესი. იმას ვგულისხმობ, რომ თუ დაუცველია ადამიანი იძულებულია თავის სიცოცხლე თვითონ დაიცვას. არ ვამბობ იარაღით იარონ. იმას ვამბობ რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანები. ფაქტია, რომ მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია ამ ქვეყანაზე. კარგის მეტი არაფერი არ გაუკეთებია, - “განაცხადა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა.

ადგილზე იმყოფებოდა ასევე დეპარტამენტის მოქმედი თავმჯდომარეც, რომელმაც აღნიშნა, რომ უწყების თანამშრომლები შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრნენ დოდო გუგეშაშვილს, რომელთანაც გარკვეული ღონისძიების დეტალებზე ისაუბრეს. ვლადიმერ იმნაძე ამბობს იმასაც, რომ ვინმე რომ დამუქრებოდა დოდო გუგეშაშვილს, ეს მას ეცოდინებოდა რადგან აქტიურად თანამშრომლობდა მასთან. 

თავდასხმა დღეს დილით მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია უტარდება, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები