18 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
"მკვლელი სავარაუდოდ იცნობდა ოჯახის წევრებს" - კრიმინალური პოლიცია გუგეშაშვილის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს

დიღმის მასივში, დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელ სახლში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სავარაუდოდ მკვლელი იცნობდა ოჯახის წევრებს.

„პირველადი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ მკვლელი სავარაუდოდ იცნობდა ოჯახის წევრებს. რაც შეეხება გამოძიებას, მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის მუხლით. ოპერატიული მიზანშეწონილობით და სისხლის სამართლის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ,“-განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა დღეს დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე დილით მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია უტარდება, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა. 

დღის ამბები