საქალაქო სასამართლოში დღეს ატენის ქუჩის მცხოვრებთა სარჩელის განხილვა იწყება.
ადგილობრივები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. არ არის გამორიცხული მოსარჩელეებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვონ, რადგან მას უკვე აქვს ატენის ქუჩის მშენებლობის შესახებ გარკვეული საქმეები განხილული.
,,საეჭვოდ დაემთხვა, რომ ისევ ამ მოსამართლეს დაეწერა ეს საქმე.
მოვუწოდებ მავანს, რომ შეეშვას სასამართლოს და კონკრეტულად მოსამართლე ვანო აღნიაშვილს, რომელმაც უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება,“-აცხადებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.
მშენებლობის შეჩერებაზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. პარალელურად, საქალაქო სასამართლოში გრძელდება შენობის კოეფიციენტთან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა.