დოდო გუგეშაშვილს შვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია შეატყობინეს. ღუდუშაურის საავადმყოფოში მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის ახლობლებთან ერთად, სასულიერო პირებიც იმყოფებიან.
დოდო გუგეშაშვილს ცოტა ხანში ხელწერილის საფუძველზე, რეანომობილით შვილის ცხედართან მიიყვანენ.
თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე 7 თებერვალს მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.