„ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,“ - ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
ლიდერები ერთმანეთს მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ.
მოლაპარაკების დროს განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.
საქართველოს თავდაცვს მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-თვის საქართველო არის ყველაზე სანდო პარტნიორი.
„აშშ-თვის საქართველოს არის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში და ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული და საქართველოს არასდროს არ იქნება მარტო. საქართველოს ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. მათშორის საერთო საფრთხეების გამკლავების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ნატო-ს სამიტს და საქართველოს ევროინტეგრაციას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, განაცხადა, ასევე განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა.
„რა თქმა უნდა, ასევე განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. რუსეთის ქმედებები და ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.