ირანში, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო mirror.co.uk ავრცელებს.
ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 60 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი. მგზავრებს შორის ერთი ბავშვიც იყო.
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი მთიან ხეობაში ჩამოვარდა. ავიალაინერი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, თეირანიდან ქალაქ იასუჯში მიფრინავდა. ის რადარებიდან აფრენიდან 20 წუთის შემდეგ გაუჩინარდა.