ესტონეთის პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას არასაკმარისად მიიჩნევს. კერსტი კალიულაიდმა ეს განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე ჟურნალისტებთან რუსეთის პოლიტიკაზე საუბარისას გააკეთა. ესტონეთის ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში ზედმეტად ადრე დაუბრუნდა ჩვეულებრივ ურთიერთობებს, რასაც საბოლოო ჯამში უკრაინის კრიზისი მოჰყვა. სწორედ ამიტომ ესტონეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნატომ თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკა უნდა გააძლიეროს და არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დაუცველები არიან, მხარდაჭერა გამოუცხადოს.