დაახლოებით ორი კვირის წინ, ჭარაიების ოჯახის შესახებ, ”კურიერში” გასული რეპორტაჟის შემდეგ, ”ოფროუდ კლუბმა” ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვა. კლუბის წევრებმა საკუთარ თავზე აიღეს სახლის ორი ოთახის შეკეთება და ოჯახის დახმარებისკენ სხვებსაც მოუწოდეს.
წალენჯიხის რაიონის სოფელ ქალაღალში მათ სამშენებლო მასალები, ტანსაცმელი და პროდუქტი ჩაიტანეს. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ჭარაიების ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებიც სათანადო პირობების არქონის გამო სკოლაში ვერ დადიან.