18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმეზე გამოძიება გრძელდება - ზვიად კუპრავა პროკურატურაში დაიბარეს

საქალაქო სასამართლო, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვას განაგრძობს. დღეს სასამართლო პროცესზე, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, ბრალდების მოწმეებს კითხავენ.

სკანდალური ჩანაწერების შემდეგ კი, რომელიც ”შაბათის კურიერმა” გაავრცელა, "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა პროკურატურაში დაიბარეს. ის ამ წუთებში, გამოკითხვაზე იმყოფება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი მისი განცხადების საპასუხოდ დაიბარეს. მან, თბილისის პროკურატურას, ორი დღის წინ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მიმართა.

კერძოდ, აუდიოჩანაწერში, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების მეგობრები ყვებიან, რომ ინციდენტში მონაწილე ზოგიერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ფაქტების დამახინჯებით არის დაინტერესებული და სასურველი ჩვენების მისაღებად მათ სოლიდური თანხის სთავაზობს.

მოზარდებს შორის ამ საუბარს შეესწრო  "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, რომელიც ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს. 

„მე ვაპირებ პროკურორს, ვუთხრა იმ სავარაუდო ბაბუის გვარების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ ცდილობენ მოწმეების მოსყიდვას, ცდილობენ გამოძიებაში უხეშად ჩარევას. დანარჩენი ჯერი უკვე პროკურატურაზეა. ისინი ალბათ, შემდეგ ეტაპზე დაიბარებენ იმ ადამიანებს, იმ გვარებს, ვისაც მე მათ დავუსახელებ და ვნახოთ, გამოძიება რა დასკვნამდე მივა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობდეს ისე, რომ არც ერთი ადამიანს, ვერც ერთ გარეშე პირს არ შეეძლოს მასში ჩარევა და რაიმე ზეგავლენის მოხდენა გამოძიების შედეგებზე,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

 

დღის ამბები