08 დეკემბერი 2024,   23:46
ვრცლად
შანტაჟი და დასჯადი ქმედება - პრემიერი და მმართველი გუნდი "იბერიას" ჟურნალისტების განცხადებას პასუხობენ 

ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტების განცხადებას, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვის მიზნით მათზე ზეწოლა ხორციელდება, საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ტელეკომპანია „იბერიას“ წარმომადგენლების განცხადების საპასუხოდ  სიტყვა შანტაჟი ახსენა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ არხის განცხადება ზეწოლის შესახებ ბიზნესმენის მხრიდან ხელისუფლების შანტაჟია.

მოგვიანებით ანალოგიური განცხადებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოშიც. ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს ისიც შეახსენა, რომ შანტაჟი დასჯადი ქმედებაა.

კოლეგებს უპასუხა ტელეკომპანია იბერიის დამფუძნებელმა, დეპუტატმა "პატრიოტთა ალიანსიდან" ნატო ჩხეიძემ. მან განმარტებები ორჯერ გააკეთა.  თავდაპირველად ჩხეიძემ იბერიის მთავარი დამფინანსებლის „ომეგა ჯგუფის“ პრობლემები მედიაზე ზეწოლას არ დაუკავშირა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ მისი პირველი ინტერვიუ სწორედ ვერ გაიგეს, ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა კი როგორც ჩანს უფრო მალე და სწორად გააანალიზეს ვითარება, როცა გააკეთეს საჯარო გაცხადება ზეწოლაზე.

საკითხში გარკვევასა და მეტი ინფორმაციის მიღებით დაინტერესებულია საქართველო პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ტელევიზიის დამფუძნებელთან შეხვდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

ტელეკომპანია "იბერიას" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტებმა განცხადება გუშინ გაავრცელეს და თქვეს, რომ ბრძოლა მათ დამფინანსებლის "ომეგას" წინააღმდეგ პირდაპირ კავშირშია "იბერიას" მაუწყებლობასთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები