18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
მძიმე შედეგები დადგება - არასამთავრობოები მაუწყებლის შესახებ კანონის მიღებას აფასებენ

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდებას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ მედია ბაზრისთვის არასათავრობო ორგანიზაციები. სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწებლის მიერ კომერციული რეკლამის გაყიდვა არხს გავლენების მოქცევის რისკის ქვეშ აყენებს და კორუფციის საფრთხეს აჩენს.

კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს 52 მილიონის გარდა სარეკლამო შემოსავლებიც ექნება.

"დაფინანსება იზრდება, მაგრამ მისი რეიტინგი კლებულობს. მძიმე შედეგები დადგება, ეს არ იქნება კარგი მედიისათვის და რაც მედიისათვის კარგი არ არის, ის არ არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის კარგი," -  არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე.

 

დღის ამბები