18 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
"ემნისთი ინთერნეშენალი": შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება "რუსთავი 2"- ის გარშემო

საერთაშორისო ორგანიზაცია "ემნისთი ინთერნეშენალმა" მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას ასახავს. დოკუმენტი საკმაოდ კრიტიკულია და მაში ყველა ის გახმაურებული საქმე და ფაქტი მოხდა, რაც გასული წლის განმავლობაში ადგილობრივი საზოგადოების და ხშირ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მათ შორის, სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების შეფასებისას დასახელებულია "რუსთავი 2"-ის საქმეც და მის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელებისთვის ტელევიზიის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერებად მოიაზრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს, ევროპული სასამართლო მიერ კი შეჩერდა გადაწყვეტილების აღსრულება.

„რუსთავი 2“-ის საქმის გარდა, ანგარიშში მოხვდა აფგან მუხთარლის საქმეც. დოკუმენტში საუბარია ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტები მათშორის არის "ბირჟა მაფიის" და დემურ სტურუას საქმე.

„წამება ახლა ნაკლებ პრობლემატურია, თუმცა საქართველოს სჭირდება ეფექტური მექანიზმი წამების მექანიზმის გამოსაძიებლად. სისტემური ცვლილებების გარეშე ყოველთვის იქნება სამართალდამცველების მხრიდან დარღვევების საფრთხე. იმ საკითხებს შორის, რომელიც შეშფოთებას იწვევს წამოვწიეთ მართლმსაჯულება. მედიის თავისუფლება. ასევე ყურადღებას ვაქცევთ რა ხდება სეპარატისტულ რეგიონებში. შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ნებისმიერი რამ, რაც ამცირებს მედია პლურალიზმს არის შემაშფოთებელი. სასამართლოს გამჭირვალობას და ამ პრინციპის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამ საქმეში როგორც ჩანს არსებობს  ნიშნები, რომ პროცესი პოლიტიკური მოტივით ხელისუფლების ზეგავლენა მოხდა. რაც შეეხება ჩაბუქის საქმეს, საქართველოს როგორც ნებისმიერი ქვეყანას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ადამიანების დაცვა რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ. ჩაბუქის დაბრუნება თურქეთში წარმოადგენს  მისი წამებისა და არასამართლიანი სასამართლო  რეალურ საფრთხეს ამიტომ ის არ უნდა დაბრუნდეს თურქეთში. ასევე ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით. საქართველო წლების განმავლობაში მიიჩნეოდა უსაფრთხო ადგილად ადამიანებისთვის, რომლებიც დაცვას საჭიროებდნენ და განსაკუთრებით კი პოლიტიკური ემიგრანტებისთვის აზერბაიჯანიდან. შოკის მომგვრელი იყო რომ ის აქ ვიღაცეებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს. ამ ადამიანს უკანონო არაფერი გაუკეთებია და პატიმრობაში არ უნდა იყოს. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ასევე ვითხოვთ მისი გატაცებების გარემოებების  ეფექტურ გამოძიებას,“-აღნიშნა „ამნესთი ინტერნეიშანლის“ წარმომადგენელმა.

დღის ამბები