18 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
პარლამენტმა მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მიზეზად საქმის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა სახელდება.

საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 22-მა წევრმა მისცა. კენჭისყრის ამ შედეგით დადგენილების პროექტი ჩავარდა. 

უმრავლესობიდან ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ერთადერთი იყო, რომელმაც უმცირესობის მოთხოვნას მხარი დაუჭირა.

უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

დღის ამბები