პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. განცხადება ძალოვანმა უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
„საქართველოს პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნა პირველადი ინფორმაცია, მოხდა გასაუბრება მსჯავრდებულ კოტე ციხისთავთან, ასევე მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებთან და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა საქმეზე ადგილი ჰქონდეს ახლადგამოვლენილ გარემოებებს, გაჟღერებული ინფორმაციის ობიექტურად და სრულყოფილად გადამოწმების მიზნით პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.