18 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
ერეკლე მეორის მუზეუმის რეაბილიტაცია 6 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა - ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

3 წლით დაგვიანებული და 3 მილიონით უფრო ძვირი რეაბილიტაცია დასრულდა - აპრილში თელავში ერეკლე მეორის მუზეუმი გაიხსნება. ამ ხნის განმავლობაში ერეკლეს სასახლე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის დაკეტილი იყო.

2012 წლამდე, წინა ხელისუფლებას უკვე მომზადებული ჰქონდა პროექტი, რომელიც ამ სივრცის სულ სხვაგვარ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახალი პროექტი მოამზადა, რის განხორციელებასაც 3 წელი დასჭირდა.

თელავში ოპოზიცია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისა და წყალში გადაყრილი 6 მილიონის შესახებ საუბრობს. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ნიკა ვარდოშვილი ამბობს, რომ ნაგებობას მუზეუმის ფუნქცია დააკარგვინეს და ის კვების ობიექტად აქციეს.

პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია. ტენდერი ფონდმა გამოცხადა და პროექტის სავარაუდო ღირებულებად 3 მილიონ 500 ათასი ლარი დაასახელა. რეაბილიტაციის პერიოდში კომპანია „ჯავასა“ და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 6-ჯერ შეიცვალა და სამუშაოებიც 6 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

ფონდის დირექტორის მოადგილე ამტკიცებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გაცილებით სრულყოფილად ჩატარდა, ვიდრე ეს 2012 წლამდე იგეგმებოდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ეს არგუმენტების მიუღებელი ოპოზიციისთვის, სადაც ეჭვს გამოთქვამენ, რომ თანხები ხელოვნურად გაზარდეს და შესაძლოა, სახეზე იყოს კორუფციის ნიშნები.

ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციაზე დახარჯული 6 მილიონის საქმეზე გამოძიების დაწყება, სავარაუდოდ, მალე პროკურატურას მოუწევს. ოპოზიცია საჩივრით საგამოძიებო უწყებას უახლოს მომავალში მიმართავს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები