18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
”მშვიდობა ომზე მეტია” - თავისუფლების მოედანზე ოკუპაციის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია იგეგმება

”მშვიდობა ომზე მეტია” - ამ სახელწოდების მასშტაბური აქცია იგეგმება დღეს თავისუფლების მოედანზე, რომელიც საღამოს შვიდის ნახევარზე დაიწყება. ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით 50-მდე ბარი, რესტორანი და მაღაზია ორი საათით დაიხურება. 

აქციის ორგანიზატორის თაზო დათუნაშვილის თქმით, პროტესტის ძირითადი მიზეზი ის ოკუპაციაა, რომელსაც რუსული მხარე საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს.

„ხაზგასმით ვთქვათ, რომ ამ აქციის არც ორგანიზების პროცესში და არც ჩატარების პროცესში, მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ინტერესთა ჯგუფს, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას. ეს არის თავიდან ბოლომდე სამოქალაქო ინიციატივა და ამას გვინდა ხაზი გავუსვათ. პროტესტის მთავარი მიზეზი არის ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა არჩილ ტატუნაშვილის თავს და მისი თანამებრძოლების თავს, რომელიც სამწუხაროდ, იმყოფებიან ოსეთის ტერიტორიაზე და არჩილის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის გადმოცემული საქართველოში,“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი  ირინა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ აქციას, სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია“ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს 12 ქალაქი და ანალოგიური აქციები თითოეულ მათგანში ჩატარდება.

დღის ამბები