წითელი ჯვარი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში მონაწილეობის მზაობას გამოთქვამს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წითელი ჯვარი, როგორც ნეიტრალური მხარე მზად არის ჩაერთოს ამ საკითხში.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თვალყურს ადევნებს საკითხს და ჩვენ, როგორც ნეიტრალური შუამავალი მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ბატონი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გააჩნია დიალოგი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან და ჩვენ მზაობა გვაქვს, რომ მონაწილეობა მივიღოთ ნეშტის გადმოსვენებაში,“-აცხადებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კონსულტანტმა დიანა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ და პრემიერ-მინისტრმა დღეს გაავრცელეს განცხადებები, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო საათებში მიღებული ინფორმაციის თანახმად არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოეცემა ქართულ მხარეს.