18 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება - საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ წერილს ელოდება

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.

საქართველოს საპატრიარქოში კი დღეს ელოდებიან რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ წერილს, სადაც ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე უნდა იყოს საუბარი.
პარალელურად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზად არის ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს.

„სატელეფონო საუბარი გვქონდა რუსეთის საპატრიარქოსთან და მათ ასეთი რამ გვიპასუხეს, რომ რუსეთის პატრიარქი მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბულგარეთში, ის უკვე აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში და მან განაცხადა, რომ უმოკლეს დროში შეეცდება, რომ წითელი ჯვრის საზოგადოების საშუალებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებული იქნას საქართველოში და დაუბრუნდეს ტავის ოჯახს. ეს რაც მათ სატელეფონო საუბარში აღნიშნეს ამას ოფიციალურად, წერილობით, სავარაუდოდ ორშაბათს მოგვწერენ,“-განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ცხედრის გადმოცემისთანავე ექსპერტიზას ქართული მხარეც ჩაატარებს. თუმცა მკვლელობიდან თითქმის 2 კვირის თავზე ცხედარზე დაზიანებების მიზეზების დადგენა, სავარაუდოდ გართულდება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე ასევე მუშაობს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლებაზეც.

 „ამ კომუნიკაციის ნაწილს რა თქმა უნდა წარმოადგენს ჩვენი ორი თანამოქალაქის გათავისუფლება,“-აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები