18 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს" - საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ მოხდება. ამის შესახებ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს რუსეთის პატრიარქის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა და დასრულებისთანავე ცხედრის გადმოცემა მოხდება.

საქართველოს საპატრიარქო დამატებითი ინფორმაციის სახით ავრცელებს ცნობას, რომ "სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს".

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს დააკავა. 23 თებერვალს კი მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები