18 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
საქართველოში, დაახლოებით, 15 000 ქალი ორსულობაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა - გაეროს კვლევა

საქართველოში, დაახლოებით, 15 000 ქალი ორსულობაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

კვლევას გაეროს ქალთა ორგანიზაცია აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქალების 22% და კაცების 31% გარკვეულ შემთხვევებში ცოლის ცემას ამართლებს. გამოკითხული კაცების 22% და ქალების 14% მიიჩნევს, რომ, თუ ქალი გააუპატიურეს, მან დაუდევრობა ჩაიდინა და ამიტომაც აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში. სულ კი, ძალადობა გამოკითხულთა 14%-ს განუცდია ანუ ყოველ მეშვიდე ქალს ქვეყნის მასშტაბით.

კვლევის მიხედვით, იმ ქალებს შორის, რომლებსაც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდიათ, პოლიციისთვის მხოლოდ 18%-ს აქვს მიმართული.

უკვე ცნობილია, რომ მალე სამართლდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად ძალადობის მსხვერპლის მოთხოვნა აღარ დასჭირდებათ. საკანონდებლო ცვლილებებით, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, პატრული ძალადობის დადგენის შემთხვევაში, ვალდებული იქნება, თავად გამოწეროს ორდერი.

პროცედურის გამარტივებას ოჯახში ძალადობისა და ქალების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში იწონებენ, თუმცა თვლიან, რომ კანონმდებლობა ფემიციდის წინააღმდეგ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ახალი პაკეტი ითვალისწინებს, მოძალადის იარაღზე წვდომის შეზღუდვაა. 

დღის ამბები