18 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
13 დღე არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვიდან - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერს აკეთებს

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვიდან უკვე 13 დღე გავიდა - მისი ცხედრის გამოსვენებასთან დაკავშირებით დღის ბოლოს დამატებითი განმარტებები აღარ გაკეთებულა. რუსეთის საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, ცხედარი ოჯახს დღეს ან ხვალ, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ უნდა გადასცენ.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერს აკეთებს. პარალელურად, გუშინ ცხინვალის ცენტრში მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა. შეკრებილები, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის წევრი აცხადებდა, რომ ტატუნაშვილის ცხედრი ოჯახს ჯერ არ უნდა გადაეცეს.

"ყველანაირი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ რომ დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, ამისთვის ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება. ასევე საერთაშორისო საზოგადოება არის მაქსიმალურად ინფორმირებული და მობილიზებული ამ თემასთან მიმართებაში,"-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა.

დღის ამბები