გიორგი სანაიას ძმა, ვახო სანაია დღეს პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაიბარეს. საგამოძიებო უწყებაში, ვახო სანაიას გამოკითხვა პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
სანაია მთავარ საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. ჟურნალისტის თქმით, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მას ყველა ინფორმაცია მიაწოდოს, რაც ოჯახს გააჩნია.
„პროკურატურამ იმსჯელა, ანალიზი გაუკეთა იმ ინფორმაციას, რაც გავიდა ტელე ეთერში. შემდეგ, გარკვეული პერიოდი გავიდა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ დაიწყეს გამოძიება. ეს არის საქმის ფაქტობრივად ხელახალი გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში, დღეს დაბარებული ვარ გამოკითხვაზე. მე რასაკვირველია, მექნება შეკითხვები პროკურატურასთან, თუ რა ეტაპზეა ახლა ეს გამოძიება, ვინ გამოკითხეს სხვა ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოხსენიებული ციხის თავის განცხადებებში,“ - განაცხადა ვახო სანაიამ.
საგამოძიებო უწყებამ, ახლად გამოვლენილ გარემოებების შესასწავლად, ხელახალი გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.