18 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ტრანსგენდერი ქალების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან და ერთი დაკავებული - შსს განცხადებას ავრცელებს 

იუსტიციის სამინისტროსთან აქციის "მე ვარ ქალი - აღიარე!" მიმდინარეობისას დაკავებულ პირთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. 

ტრანსგენდერი ქალების აქციის პარალელურად, კონტრაქცია გაიმართა, რომლის მონაწილემაც ტრანსგენდერ ქალებს კვერცხები ესროლა და ის პოლიციამ დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობის გულისხმობს.

„თბილისში, 8 მარტს, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ზნეობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები კონტრაქციის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ. 

სამართალდამცველები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქციის წევრებს შორის დაპირისპირების და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაძლო ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით ორგანიზაცია „ზნეობის“ და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები ერთმანეთს მოარიდეს.

აქციის მიმდინარეობისას კონტრაქციის ერთ-ერთმა წევრმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და მოქალაქეების მისამართით კვერცხებს ისროდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ ქმედებაზე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1962 წელს დაბადებული გ.ფ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობის გულისხმობს,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები