ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში, კიდევ ერთი, გიგანტური ხის გადასატანად აჭარაში, სოფელ კვირიკესთან ერთი კილომტერი სიგრძის ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს.
ამ მონაკვეთზე გიგანტური ხის ტრანსპორტირებისთვის 100-ზე მეტი მრავალწლოვანი ხე მოიჭრა.
მოსახლეობა შიშობს, რომ ქარსაცავი ზოლის გარეშე მათ პრობლემები შეექმნებათ და შტორმების შემთხვევაში დაუცველები დარჩნენ.
„მამაჩემი დარგულია, ამის მოჭრა იქნებოდა? - წინააღმდეგობა არავის გაუწევია, ორი კაპიკს დაჰპირდნენ და ხალხმა ჩაიქნია ხელი“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი თენგიზ დიასამიძე.
სოფელ კვირიკეს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ხის გადატანის სანაცვლოდ, მოსახლეობას 6 000 ლარის ჩარიცხვას დაჰპირდა.
„მე რომ მოვედი გაჩეხილი იყო. ვკითხე, რატომ მოჭრეს ჩემი დარგულია. მითხრეს, რომ ევკალიპტი გადააქვს და მოჭრესო. 6 ათასი მანეთი გადაირიცხება ბანკშიო,“- ამბობს ადგილობრივი ვარდო ბოლქვაძე.