გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უპირისპირდება. როგორც თამარ ბაგრატია აცხადებს, მინისტრის მოადგილე უხეშად ერეოდა მის საკადრო გადაწყვეტილებებში და სააგენტოში თანამდებობის პირებს საჯარო კონკურსის გარეშე, კანონდარღვევით ნიშნავდა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო თანდილაშვილი გუშინ, მთელი დღის განმავლობაში კატეგორიულად მთხოვდა დღის ბოლომდე განმეხორციელებინა ისეთ საკადრო დანიშვნა, სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც მე ვთვლიდი, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ეს ადამიანი არ შეესაბამებოდა თავის კვალიფიკაციით და უნარ-ჩვევებით სააგენტოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ფუნქცია-მოვალეობებს. ასეთ მაღალ თანამდებობებზე ადამიანები უნდა ირჩეოდნენ კონკურსის წესით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. სააგენტოს თითქმის სამი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და არც თანამდებობაზე ვინმეს დანიშვნის, არც სპეციალისტის დონეზე სინდისთან კომპრომისზე არ წავსულვარ,“-განაცხადა თამარ ბაგრატიამ.
თამარ ბაგრატიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.