18 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად იმ პირებსაც ეკისრებათ, ვინც კონკრეტულ ბიზნესს აწარმოებენ - ექსპერტები გუდაურში მომხდარ შემთხვევას აფასებენ

გუდაურში მომხდარ შემთხვევაზე შეფასებები ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა გააკეთეს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, პასუხისმგებლობა დამსვენებლების უსაფრთხოებაზე ხელისუფლებასთან ერთად იმ ბიზნესჯგუფებსაც ეკისრებათ, რომლებიც კონკრეტულ ბიზნესსაქმინობას ეწევიან.

„როცა თუნდაც სინათლე დღეში რამდენჯერმე მიდის და მოდის ეს ტექნოლოგიებზე ძალიან მოქმედებს და შესაძლებელია მიზეზი ესეც იყოს. ვიცი რომ ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ არასტაბილური ელექტროენერგიის მიწოდება იყო კურორტზე.

ზოგადად ჩემი დასკვნა არის ის, რომ დღევანდელ დღეს, როცა ტურისტების რაოდენობა იზრდება, უფრო მეტი უსაფრთხოების ნორმები არის საჭირო. ეს არ ეხება მხოლოდ სახელმწიფოს. ეს ეხება იმ ბიზნესმენებსაც, რომლებიც კონკრეტულ ბიზნესს აწარმოებენ,“ - ამბობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი  კი ამბობს, რომ არა მხოლოდ საბაგირო გზებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება.

„ეს შემთხვევა არის განპირობებული იმ თანამდებობის პირების იმ თანამშრომლების გულგრილობის გამო, რომლებსაც ევალებათ ზოგადად ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება და რომლებიც წლებია არაფერს აკეთებენ,“-ამბობს ამბობს ვასო ურუშაძე.

დღის ამბები