18 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არჩევნებზე ხმას ვერ მისცემენ - შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისში, შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესების სექციაში საარჩევნო უბანი არ გახსნილა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან 33 საარჩევნო უბნის უკანონო მოქმედებაა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მორიგი მაგალითი და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ უკანონო ნაბიჯი."

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას,"-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს. 

დღის ამბები