წინა კვირას გიორგი გვიშიანის სიუჟეტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი საუბრობდა ფინანსური პოლიციის მხრიდან იმ ფარმაცევტული კომპანიების მფარველობაზე, რომლებიც კონტრაბანდულ და ვადაგასულ მედიკამენტებს ყიდიან.
სიუჟეტის მთავარმა გმირმა ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მეწილედ დაასახელა ამირან გამყრელიძე, რასაც თავად გამყრელიძე უარყოფს. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და ვადასტურებთ, რომ ამირან გამყრელიძე ოფიციალურად ნამდვილად არ ირიცხება ამ კომპანიის მეწილეებს შორის.
ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით საგამოძიებო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ინფორმაციას ამირან გამყრელიძის კომპანიის მფლობელად დასახელების შესახებ, "ტექნიკურ უზუსტობას" უწოდებს.
"ბატონი ამირანი ნამდვილად არ არის ფირმა "ჰელსის" არც დამფუძნებელი არც მისი რაიმე სახით წილის მფლობელი. აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ სიუყჟეტში ყველა ინფორმაცია რომელიც ჩემს მიერ იყო მოწოდებული, სეესაბამება სიმართლეს,"- აცხადებს ივანე აბესაძე.