30 დეკემბერი 2024,   21:29
ვრცლად
შვიდი გარდაცვლილი ახალგაზრდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში - ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშალებების ნაერთი გახდა

მეტადონი, ექსტაზი, ტენამფეტამინი და ფენტანილი - ყველა ეს ნარკოტიკული საშუალება 22 წლის ახალგაზრდას ორგანიზმში აღმოაჩნეს, რომელიც კლუბიდან სახლში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

კურიერმა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დოკუმენტები მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ სიკვდილის მიზეზი რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის მიღება გახდა.

კურიერმა გაარკვია, რომ 27 აპრილის საბედისწერო ღამეს 23 წლის ახალგაზრდა ღამის კლუბში მეგობართან ერთად იყო. გოგონა, პირობითი სახელით თეა, კურიერს უყვება, რომ ნარკოტიკული საშუალებების ნაერთი გარდაცვლილმა სწორედ იქ მიიღო.

ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნებულისთვის ოჯახის წევრების საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. გარდაცვლილის მამისთვის ექსპერტიზის დასკვნა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ყვება, რომ მის შვილს არც ალკოჰოლთან და არც ნარკოტიკთან შეხება არასდროს ჰქონია.

კიდევ ერთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზებზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნაში წერია, რომ ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა. ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ვარაუდობს, რომ ნარკოტიკული საშულებები მან ღამის კლუბში მიიღო.

ორივე გარდაცვლილის ექსპერტიზის დასკვნებში წერია, რომ ახალგაზრდა გოგონას და მამაკაცის ორგანიზმში აღმოჩენილია ნივთიერებეი ფენტანილი, ეს საანესთეზიო საშულებაა, რომელსაც ნარკოზისთვის იყენებენ და ძილიანობას იწვევს.

ამ ნივთიერებას არ შეიცავს არც ერთი კლუბური ნარკოტიკი, ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ კუსტარულ დამზადებულ ნაერთში ისე, რომ მომხმარებელმა ამის შესახებ არ იცოდნენ, რეალიზატორმა საანესთეზიო საშუალება შეურია.

ექსტაზს მომხმარებელი ენერგიაზე მოჰყავს, რამდენიმე საათში კი ფენტანილი ძლიერ ძილიანობას იწვევს და მომხმარებელი ძილშივე კვდება.

ექვსი გარდაცვლილიდან კურიერმა მხოლოდ ორის სიკვდილზე მიზეზებზე მომზადებული დასკვნა მოუპოვა. სანდრო წყაროს ცნობით, დანარჩენების ორგანიზმშიც სპეციალისტებმა ნარკოზის საშუალება ფენტანილი აღმოაჩინეს.

გამოძება ახლა უნდა დაადგინოს, ვინ შეურია კლუბურ ნარკოტიკში საძილე საშუალება, რამაც ექვსი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები