30 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
„ამ სამიტზე ხაზგასმით მოხდება იმ პროგრესის აღიარება, რაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე აქვს" - ლევან იზორია

ნატოს ახალ შტაბბინაში თავდაცვის ორდღიანი მინისტერიალი დასრულდა. შეხვედრის ფარგლებში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ავღანეთის მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებიც დაესწრნენ, მათ შორის იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლევან იზორია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან მოახლოებულ ნატოს სამიტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესი სამიტის საბოლოო დეკლარაციის ტექსტში ასახული იქნება.

„ამ სამიტზე ხაზგასმით მოხდება იმ პროგრესის აღიარება, რაც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად საჯაროდ ეს გაცხადდება და კიდევ ერთხელ საქართველო ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგმას წინ ნატო-სკენ. მიუხედავად სხვადასხვა ფორმატისა, სხვადასხვა გადაწყვეტილებისა, მთავარ სტრატეგიულ ამოცანასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, ვართ შეუქცევად პროცესში,“- განაცხადა ლევან იზორიამ.  

 

 

დღის ამბები