17 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგნი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები - კახა კალაძე

"არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგნი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

კანონპროექტი შენობა-ნაგებობების კედლებზე რეკლამის, საარჩევნო მასალის და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესს ეხება. 

„მეორე დღეა, არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ კანონის ფარგლებში, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგნი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები. შეიძლება, ბევრს არც ჩაუხედავს ამ კანონში, თუ რაზეა საუბარი და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. მე მინდა, განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი, არასწორი ინფორმაცია და არასწორად ხდება ამ კანონპროექტის ინტერპრეტაცია. პირიქით, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ სტრიტ-არტის განვითარებას. ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობლები ვართ იმ ახალგაზრდების, ვინც უღიმღამო მიწისქვეშა თბილისი გაახალისა თავისი ნახატებით, თავისი კრეატიულობით, შემოქმედებით და იმედია, კიდევ ბევრ უსახურ კედელს თუ სივრცეს გაახალისებენ და ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა ამ მიმართულებით,” -  აცხადებს კახა კალაძე და დასძენს, რომ მერიის ინიციატივა მხოლოდ თბილისში წლობით გაკრულ პლაკატებს და განცხადებებს ეხება.   

 




დღის ამბები