დუშეთის რაიონში მომხდარი საზარელი მკვლელობის სხვა შესაძლო ვერსიებს არ გამორიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტრო - განცხადება, ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება კომპლექსურია და თუ განსხვავებული შედეგი გამოიკვეთა ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
"გამოძიების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ბრალდებულს ბრალი უნდა წარედგინოს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში. ამ ეტაპზე ის ვერსია, რომელიც არის გამოძიებით დადგენილი, არის ის, რომ მას ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა, კერძოდ იმ პირს, რომელიც ჩვენ გუშინ დავაკავეთ. თუმცა გამოძიება გრძელდება. კომპლექსური საქმეა, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და შედეგი განსხვავებული თუ გამოიკვეთა ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით"- ამბობს მეზვრიშვილი.
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი. 20 წლის მწყემსს გამოძიება სამი პირი მკვლელობას ედავება.