ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთის ომის ვეტერანის, სოტკილავების მრავალშვილიან ოჯახს მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება.
ევროპული საქართველოს ლიდერთან დავით ბაქრაძესთან საუბარში ოჯახის უფროსი თემურ სოტკილავა ამბობს, რომ წლების მანძილზე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ არ აქვს სამხედრო პენსია, არც სხვა ტიპის რაიმე დახმარება და მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. დავით ბაქრაძის განცხადებით, სოტკილავას მდგომარეობა არის სახელმწიფოს და ხელისუფლების მორალური სახე და ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ამოცანა ასეთი ოჯახების დახმარება და ომის ვეტერანების პენსიის გაორმაგებაა.
„ასეთი ოჯახების დახმარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა პარლამენტში, სადაც არ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში და აუცილებლად ერთად მივაღწევთ, ჩვენი ევროპული საქართველოს პროგრამის შესრულებას რომ ომის მონაწილეების პენსია გაიზარდოს და გაორმაგდეს რომ დევნილების დახმარება აღარ იყოს მიბმული სოციალურ სტატუსზე და როგორც ამ ოჯახის შემთხვევაშია და დევნილის დახმარება არ შეუწყდეს იმის გამო, რომ იღებენ სოციალურს და ელემენტარულად გავაუმჯობესოთ ასეთი ოჯახების მდგომარეობა,” – ამბობს ბაქრაძე.