17 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალო“ - გარდაცვლილი 30 წლის ობოლი მეშახტის ბებია

ტყიბულის პოლიციაში საქნახშირის ხელმძღვანელი პირების დაკითხვა დღესაც მიმდინარეობს.

პოლიციაში იმყოფებიან საქნახშირის გენერალური დირექტორი და ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირები.

ტყიბული კი დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს. მინდელის შახტში 4 დაღუპულს შორის ერთ-ერთი 30 წლის ლაშა ფორჩხიძეა. ფორჩხიძე ადრეულ ასაკში დაობლდა და მას მხოლოდ 90 წლის ბებია და ბაბუა  ჰყავდა. დაღუპულის ბებია ამბობს, რომ მისი შვილიშვილი იმ შახტში, სადაც ტრაგედია მოხდა, ცოტა ხნის წინ გადავიდა და მძიმე სამუშაო პირობების გამო სამსახურიდან წასვლას აპირებდა.

„ბებია, სულ წვალებას გადავედიო. ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალო,“-ამბობს გარდაცვლილის ბებია გუგული ფორჩხიძე.

გარდაცვლილების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ოთხივე მეშახტე შახტში უჰაერობით გარდაიცვალნენ. მძიმე სიკვდილის კვალი მათ ხელებზე ეტყობათ.

დღის ამბები