სვანეთში მცირე ჰესის ,,ხელედულა 3" ის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, განადგურდება უნიკალური ჯიშის კალმახი და დაზიანდება სახლები. მით უმეტეს რომ კომპანია ლენტეხის რაიონის სოფელ წანაშში სპეცტექნიკის შეყვანას გეგმავს.
ადგილობრივებმა ეს ფაქტი მუნიციპალიტეტის შენობასთან გააპროტესტეს და კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს.
“ამათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა და თავიანთი სკამების და თანამდებობების მყარად მოჭიდება. ეს არის სვანი ხალხის სულში ჩაფურთხება და ამ ჩაფურთხებას ჩვენ არ მოვითმენთ,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბეთქილ ლიპარტელიანმა.