17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
რუსეთის მოქალაქეს მყინვარწვერზე ლაშქრობისას მეხი დაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მყინვარწვერიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს.

1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას მეხი დაეცა.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

დღის ამბები