17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
უბედური შემთხვევა თუშეთში - 10 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა

უბედური შემთხვევა თუშეთში. 10 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა სოფელ გოგლურთაში მოხდა. არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მოახერხდა.

მოტეხილობებითა და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით, მოზარდი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. კატასტროფის ბრიგადა დღესვე დაშავებულს თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსებს. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

„მამასთან ერთად მიდიოდა სათევზაოდ, დაუცურდა ბავშვს ფეხი და სადღაც ჩავარდა. მე რამდენადაც ინფორმაცია მომაწოდეს თუშეთიდან. მამამ ამოიყვანა ძალიან ოპერატიულად და ძალიან ოპერატიულად მოხდა ბავშვის გადმოყვანა ვერტალიოტით,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი, ნუნუ ნახშირაშვილი.

რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის მავრა ჩეკურიშვილის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 



დღის ამბები