30 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
რუსეთი აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა სააკაშვილის მოღალატეობრივი ქმედებები - კობახიძე ზურაბიშვილის განცხადებებს ეთანხმება 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს ადასტურებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის განცხადებები ომთან დაკავშირებით ინტერპრეტაციების საშუალებას იძლეოდა.

კობახიძე განმარტავს, რომ აუცილებელია, მათ ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ, რაც რუსეთის ოკუპანტად მოხსენიებას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი დაგეგმილ სცენარს ვერ განახორციელებდა, „რომ არა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი“ ქმედებები.

„იყო გარკვეული განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას, ამიტომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ქალბატონ სალომესთან, მივიღეთ მისგან განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმებოდა კონკრეტულ განცხადებებში და მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ დღესაც. კიდევ ერთხელ, მთავარია ის, რომ გვქონდეს ერთიანი პოზიცია და პოზიცია არის მარტივი, კიდევ ერთხელ, აგრესორი 2008 წელს, ომის დამწყები და ყველაფერი იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა, ის თავის აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი თუ არ ვიცი, რა დავარქვა, ქმედებები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით რიტორიკა რადიკალურად შეცვალა. დღეს სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია თავის მართლების რეჟიმში დაიწყო და საარჩევნო პროგრამის ნაცვლად, მისი გამოსვლა სწორედ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას დაუთმო.

მხარდამჭერებს ზურაბიშვილმა წინასწარ მომზადებული ტექსტით მიმართა და საჯაროდ განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო და არა პირიქით, როგორც ის ამას აქამდე ამტკიცებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები