30 დეკემბერი 2024,   21:16
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების შიდა კლანური დაპირისპირება - "პალიტრა" სტატიას აქვეყნებს და ქუმსიშვილის მიმართ დაწყებულ დევნაზე წერს

„პალიტრას“ საქმე პოლიტიკურ განხილვის თემა გახდა - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებას მედია ჰოლდინგის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენების მოპოვება სურს და ამიტომაც ჰოლდინგში შემავალი სტამბის, „კოლორპაკის“ შემოწმება დაიწყო.

მედია ჰოლდინგი „პალიტრა“ ტელევიზიას და რადიოსადგურთან ერთად გავლენიან საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" და ერთ-ერთ მაღალტირაჟიან გაზეთს, „კვირის პალიტრას“ ფლობს.

დღის ბოლო „კვირის პალიტრამ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შიდა კლანურ დაპირისპირებაზეა საუბარი. ჟურნალისტურ გამოძიებაში წერია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის დევნა ბიძინა ივანიშვილის კარზე, უჩა მამაცაშვილმა ვანო ჩხარტიშვილმა და გიორგი გახარიამ დაიწყეს. ასევე, აღნიშნულია, რომ პროკურატურა „პალიტრაში“ იმ მოტივით შევიდა, რომ მოიპოვოს კომპრომატები ქუმსიშვილზე, რომელსაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილს წარუდგენს.

ოპოზიციის ბრალდებების და არასამთავრობო სექტორის კითხვების ფონზე დღეს თავის მართლების რეჟიმში იყო ხელისუფლება.

„პალიტრა მედიის“ სტამბაში პროკურატურა ორი დღის წინ შევიდა და ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

საქმე ეხება „კოლორპაკის“ მიერ 2014 წელს აღებულ კრედიტს. კრედიტის პროცენტი ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარებოდა.

დღის ამბები