26 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილების ბინა, მათი დასაფლავების დღეს გაქურდეს

ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილების ბინა, მათი დასაფლავების დღეს გაქურდეს. შემთხვევა დევნილთა ვერხვების ჩასახლებაში მოხდა. როგორც გარდაცვლილის დედა ჰყვება, დასაფლავებიდან დაბრუნებულებს ხელჩანთები ამოყრილი, ფული კი დაკარგული დახვდათ.

„თავის იმაზე იყოს ის, ვინც მე ასე დაზარალებულ, გაუბედურებულ დედას კიდევ ეგეთი რაღაცა გამიკეთა. საფლავზე ვიყავით, გასვენება გვქონდა იმ დღისით. გასვენებიდან რომ დავბრუნდით ჩანთები იყო ამოყრილი. ფული არ მაინტერესებს საერთოდ, არც ის ვიცი რა იყო, რამდენი იყო, რაც იყო იყო. არ მქონდა თავი, არც მიფიქრია, რომ ასეთ გამწარებულ ადამიანს ორი მიცვალებული კარებზე მედო და ერთი კიდევ ხვალ მყავს დასასაფლავებელი, რომ კარები დამეკეტა.“ - განაცხადა დაღუპულების დედამ, ნანა კაპანაძემ.

 

დღის ამბები