17 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საქართველოს მოქალაქის გატაცების მორიგი შემთხვევა - რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ დიციდან 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გაიტაცეს.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ბერუაშვილი იმ დროს წაიყვანეს, როდესაც ის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე საკუთარი ვენახიდან მოდიოდა. 

გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღის ამბები