"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი გაასაჯაროვა, სადაც სუბარია მისი დაკავების მიზეზებზე. ოქმში შს სამინიტროს თანამშრომელი აღწერს, თუ რა გახდა ვახუშტი მენაბდის დაკავების მიზეზი.
"ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ, აქციის დროს იგი შეეცადა, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას,"- წერს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამართალდარღვევათა ოქმში.
ვახუშტი მენაბდის და მასთან ერთად დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ვახუშტი მენაბდე პირველ აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე, მუშების სოლიდარობის აქციაზე დააკავეს. 6 დაკავებულს შორის, მენაბდესთან ერთად იყო "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანიც. დაკავებულები იმავე დღეს, გვიან ღამით გაათავისუფლეს, თუმცა საქმე სასამართლოში გრძელდება.