17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული

ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობისა და ბიზნესმენის ჩანთაში  0,5659გ. კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯიბღაშვილს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

უწყების ცნობით, გამოსაკვლევი დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს სამართალდაცმველები ელოდებიან.

ამ დრომდე გახარიას და თადუმაძის უწყებები არ ამბობდნენ, რა ოდენობის და რამდენი სახეობის ნარკოტიკი ამოიღეს ჯიბღაშვილის ავტომობილიდან.

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გათავისუფლდა. მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით მას შემდეგ დატოვა, რაც გირაო - 10 ათასი ლარის ოდენობით გადაიხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები