ინტოქსიკაციის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში ერთდროულად 9 მოზარდი გადაიყვანეს. ყველა მათგანი ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ერთი კლასის მოსწავლეა. პაციენტებს ღებინება და გულისრევა აღენიშნებოდათ. რამდენიმესაათიანი სამედიცინო დაკვირვებისა და პროცედურების ჩატარების შემდეგ ექიმებმა ბავშვებს სახლში წასვლის უფლება მისცეს. მომხდარ შემთხვევას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდოლოგიური განყოფილება სწავლობს.