17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
სამეფო ოჯახი ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრის მოლოდინში - პრინც ჰარის და მეგან მარკლის პირველი შვილის დაბადებას ელოდებიან 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ შვილსი დაბადებას ელოდებიან - ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრე შესაძლოა ყოველწუთს დაიბადოს.

სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები რამდენიმე დღეა უინძორის სასახლესთან იკრიბებიან. სწორედ მათ დაინახეს, რომ სასახლეში რამდენჯერმე შევიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მეგან მარკლის დედაც უკვე შვილთან ერთად იმყოფება. ის ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის ტრადიციას ამჯერადაც არღვევენ. წყვილმა ახალშობილთან ერთად ფოტოსესიაზე უარი განაცხადა.

დღის ამბები