17 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
დავით კირკიტაძის საქმე - პროცესი ისევ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი ისევ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

პროცესი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

საქმის პროკურორის ინფორმაციით, დღეს 4 მოწმეს დაკითხავენ, რომელთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია და ამით დასრულდება მტკიცებულებების გამოკვლევა.

კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი კი აცხადებს, რომ ამის შემდეგ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოკვლევისა და მოწმეების დაკითხვის ეტაპი დაიწყება.

დაცვის მხარეს 26 მოწმე ჰყავს, რომელთა გამოკითხვაც შემდგომ პროცესებზე მოხდება.

დღის ამბები