მეტრო „სარაჯიშვილში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
„კურიერის“ ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა და გარდაიცვალა, 20 წლის გიორგი ბადალაშვილია. მას ექსპერტიზის ბიუროდან რამდენიმე საათში საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ.
ოფიციალურად, ჯერჯერობით, შსს-ს განცხადება არ გაუვრცელებია, რა მოხდა სარაჯიშვილის მეტროში - იყო ეს თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ ახალგაზრდას ქმედებებიდან გამომდინარე, მას თვითმკვლელობა გადაწყვეტილი ჰქონდა.
მეტრო "სარაჯიშვილზე" მოძრაობა განახლდა. „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ მოძრაობის შეფერხება მეტროში მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია. ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
გარდაცვლილის ამოყვანა მაშველებმა ცხედრის რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. ახალგაზრდა კაცი მატარებლის ქვეშ იყო მოყოლილი.