17 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
გუდაური-ლარსის გზა პარალიზებულია - მოქალაქეები კობში არიან ჩარჩენილი

„ლარსიდან გუდაურის მიმართულებით არ გვიშვებენ. გზა არის პარალიზებული“ - ამის შესახებ რუსთავი2-ს სატელეფონო ინტერვიუში კობის მონაკვეთზე მყოფმა მოქალაქემ განუცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველები გუდაურის მიმართულებით არ უშვებენ, მიზეზად კი ზვავსაშიშროებას უსახელებენ. 

მოქალაქეები აცხადებენ, რომ უყურადღებოდ არიან დატოვებულები, რადგან მათთვის არავის განუმარტავს, როდემდე ვერ შეძლებენ გზის გაგრძელებას.

მათი თქმით, გზა გაწმენდილია, თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, გადაადგილების საშუალებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ აძლევენ.

„მთელი მაგისტრალი საზღვრიდან კობამდე გადაჭედილია. არანაირი ყურადღება. არანაირ ზომებს არ ღებულობენ,“ - განუცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ რუსთავი2-ს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები